11-13 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილი ნატოს სამიტზე მონაწილეობის მისაღებად სომხეთის დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს ბრიუსელში გაემგზავრება.
დელეგაციის შემადგენლობაშ არიან პრემიერ-მინისტრის მოადგილე მჰერ გრიგორიანი, თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით მრჩეველი არსენ ხარატიანი, განათლები მინისტრი არაიკ ჰარუთიუნიანი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატოს სურს სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავება და მზადაა ფაშინიანის მთავრობის მხარდაჭერისთვის რეფორმების გაღრმავების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს, ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ნატოს სამიტის მონაწილეებს შორის იქნება.
ბრიუსელში 11 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც გაიმართება. როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიკმეტ გაჯიევმა განაცხადა, მხარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს განიხილავენ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი ერთმანეთს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით შეხვდებიან.