
გუშინ, 12 ივნისს, ფეისბუქის პირად გვერდზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში 13 ივნისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამგზავრება დააანონსა.
მისი თქმით, იგი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან.