
სომხეთის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის. ინფორმაციას კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.