
სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონთან. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:
” განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითრება და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ბატონ ბოლტონთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი მთავრობებისთვის სომხურ-ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობა.. შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსიებს გავაგრძელებთ” , – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ საუბარისას არ შეხებიან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პრობლემას.