პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 20 ივნისს, სომხეთში ლიბანის ელჩი მაია დაღერი მიიღო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო სომხურ-ლიბანური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
ნიკოლ ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცა ორმხრივ პოლიტიკურ თანამშრომლობას და იმედი გამოთქვა ეკონომიკის სფეროში კავშირების გაფართოების.
“ჩვენ ვხედავთ ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით კონკრეტული შედეგების მიღწევას შევძლებთ,” – განაცხადა ფაშინიანმა.
ელჩმა დაღერმა ხაზი გაუსვა ლიბანის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სომხური საზოგადოების მნიშვნელოვან როლს და გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და გაფართოებას.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021