სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნატო-ს მოუწოდა ძლიერი გზავნილი გაუგზავნოს აზერბაიჯანს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ მიიღებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნებისმიერი ძალით მოგვარების მცდელობას. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა Euronews-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მედიასთან საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი კოსოვოსა და ავღანეთში NATO-ს მისიებში მონაწილეობს, რომელიც იძლევა საშუალებას მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მიაჩნია, რომ სომხეთი ზოგადად არის CSTO- ში.
ნიკოლ ფაშინიანმა, NATO-ს მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში შესაძლო დახმარების გაწევის თაობაზე, აღნიშნა, რომ ალიანსს შეუძლია აზერბაიჯანს შეატყობინოს, რომ კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარების ნებისმიერ მცდელობას, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021