ნიკოლ ფაშინიანმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იაპონიიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტარო კონოს უმასპინძა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება.

“გასულ წელს, სომხეთ-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნა და შემდგომი ურთიერთობა შეიძლება ეფექტურ და დინამიკურ განვითარებად ჩაითვალოს. ამავე დროს, მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ორმხრივი თანამშრომლობის, განსაკუთრებით კი ეკონომიკური კავშირების დამყარებისთვის”, – განაცხდა ფაშინიანმა.

“დღეს  შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრში ვიყავი და ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთის ტექნოლოგიური სექტორის საგანმანათლებლო მოდელმა”, – განაცხადა კონოსმა.

მხარეებმა ასევე  მოსაზრებები გაცვალეს რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე.