სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას გიორგი გახარიას დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.
მისალოც წერილში ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი მეგობრული ურთიერთობა სომხეთსა და საქართველოს შორის ეფუძნება მდიდარ ისტორიულ ტრადიციას და გამოირჩევა ორმხრივი ნდობითა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემის ღრმა გრძნობით.
„მე ძალიან ვაფასებ ჩვენს შორის ჩამოყალიბებულ თბილ პირად ურთიერთoბას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სრულად გამოვიყენოთ ორმხრივი თანამშრომლობის რესურსი, იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ დონეზე ავიყვანოთ“, – აღნიშნავს ნიკოლ ფაშინიანი.
19 მარტს გიორგი გახარია 45 წლის გახდა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021