სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სომხურ-ქართული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ საქართველოსა და ირანთან.
ფაშინიანმა ასევე თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობებს მშვიდობის დღის წესრიგის ფარგლებში ხედავს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს მეზობლები, რომლებთან არც ისე კარგი ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვყავს მეზობლები, რომლებთან ურთიერთობები კარგია, და უფრო მეტიც, ძალიან კარგია. იგულისხმება განსაკუთრებულად საქართველოსა და ირანს, რომლებთანაც ჩვენი ურთიერთობა მართლაც მაღალ დონეზეა და ჩვენ ამ ქვეყნებთან მაღალი დონის დიალოგი გვაქვს.
ჩვენ ვცდილობთ უფრო მჭიდროდ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები. თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები აზერბაიჯანთან და თურქეთთან, და ამით ყველაფერი ნათქვამია. აზერბაიჯანის მდგომარეობა ყველასთვის ნათელია. თურქეთის სიტუაცია ოდნავ განსხვავდება, რადგან თურქეთში სომხეთთან ურთიერთობები აზერბაიჯანთან ურთიერთობებს უკავშირებენ.
სომხეთმა, თავის მხრივ, არ შეიცვალა თავისი პოზიცია. ჩვენ ვთქვით, რომ წინაპირობების გარეშე მზად ვართ თურქეთთან ურთიერთობების დამყარებისთვის. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, მე უკვე აღვნიშნე ჩვენი გაგება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა აზერბაიჯანთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან მშვიდობის დღის წესრიგის ფარგლებში და მოხარული ვარ, რომ ჩვენი საქმიანობის დროს ჩვენმა მთავრობამ ჩვენს ურთიერთობების მაგიდაზე მშვიდობის დღის წესრიგის დადება მოახერხა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021