სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საჯარო გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ სომხურ-რუსული ურთიერთობები პოზიტიურია და კიდევ უფრო გაუმჯობესდება. იგი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ 2-ჯერ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და 3-ჯერ ჰქონდა სატელეფონო საუბარი მასთან.
მისი თქმით, მალევე ცნობილი გახდება სომხურ-რუსული ერთობლივი ჰუმანიტარული პროექტის შესახებ, რომელიც უპრეცედენტოა მესამე რესპუბლიკის ისტორიაში. ფაშინინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან სამხედრო ურთიერთობები გაღრმავდება და ასევე გაუმჯობესდება ურთიერთობა ევროპის კავშირთანაც.
ფაშინიანმა საჯარო შეკრება, ერევნის ცენტრალურ მოედანზე, 17 აგვისტოს ხავერდოვანი რევოლუციიდან 100 დღის გასვლის აღსანიშნავად გამართა, სადაც მისი, როგორც პრემიერის საქმიანობა შეაჯამა.