გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ კარაპეტიან-ფაშინიანის დაგეგმილი მოლაპარაკებები გაუქმდა. ეროვნული ასამბლეის პარტია”იელქის” დეპუტატმა და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა საქპროტესტო აქციების გაგრძელება დაანონსა.
“იცით, რომ 25 აპრილს, 11:00 მოლაპარაკება დაიგეგმა სომხეთის რესპუბლიკურ პარტიასთან, მე შევთავაზე, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიეღოთ პარტიის წევრებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელთან კარენ კარაპეტიანთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან არა ბაბლოიანთან და პარტიის ხელმძღვანელთან ვაჰრამ ბაღრამიანთან ერთად 3+3 ფორმატით და ღია წესით, თუმცა პასუხი არ მიმიღია. თავიდანვე ნათქვამი მქონდა, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ჩვენ მიერ ხაზგასმული 4 პუქნქტის მიხედვით შედგება, პირველი უკვე განხორციელდა სერჟ სარგსიანის გადადგომა. “რესპუბლიკურ პარტიას” სერჟის გადადგომის ფაქტით ხელისუფლების შენარჩუნება სურს, ჩვენ გავიმარჯვეთ და უკან გზა არ არის უნდა მივაღწიოთ სრულყოფილ გამარჯვებას. დაუმორჩილებლობის აქციები ხვალ დილის 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე განახლდება. ვადები მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი კვირა, და ძალაუფლება ჩვენი იქნება, ” – განაცხადა ფაშინიანმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე.