“ჩვენ მხოლოდ სერჟ სარგსიანის მოხსნის პირობების განხილვას დავთანხმდებით. ეს არ არის დიალოგი. გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ არ გვინდა ვაჭრობა, ჩვენ არ გვინდა ვენდეტები, შურისძიება. ჩვენ გვინდა ძალაუფლების გადაცემა ხალხისთვის ” , – განაცხადა საპროტესტო აქციის ხელმძღვანელმა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირაზე მეტია, რაც სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები იმართება. რამდენიმე დღიანი აქციების შემდეგ სომხეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია.
“სერჟ სარგსიანი არ აკონტროლებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მან არ იცის რა ხდება სომხეთში. საჭიროა მას გადასცენ, რომ სომხეთში ძალაუფლება დაკარგა და არ არის საჭირო დაკარგულ ხელისუფლებისთვის ბრძოლა სომხეთისა და არცახის უსაფრთხოების ფასად. ეს ულტიმატუმი არ არის, ეს სამოქალაქო ბრძოლაა,”- განაცხადა ფაშინიანმა.