Latest posts by Aliq Media (see all)
“სომხეთი რუსეთის ახლო მოკავშირედ რჩება და მომავალში დასავლეთთან ურთიერთობების განვითარებასაც გეგმავს”, – ამის შესახებ Euronews-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ჩვენ ვრჩებით რუსეთის ახლო მოკავშირედ და ვაპირებთ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან, ნატო-სთან, დასავლეთის ქვეყნებთან, ევროკავშირთან და აშშ-თან. ჩვენ საგარეო პოლიტიკის მკვეთრად შეცვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, სომხეთი ნატო-ს პარტნიორი ქვეყანაა.
„ჩვენ ნატო-ს ორ მისიაში ვმონაწილეობთ – კოსოვოში და ავღანეთში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ. თუმცა, ჩვენ ასევე კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის წევრები ვართ და სომხეთს უსაფრთხოების ამ სისტემაში მოვიაზრებთ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.