ნიკოლ ფაშინიანი – სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სრულად დაიცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირწმუნება, რომ სომხეთი აშშ-ში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სრულად დაიცავს.

„ვაშინგტონში, აშშ-ის შუამავლობით, მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სრულად დაიცავს დილის 8:00 საათიდან,” – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეს, ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათიდან ამოქმედდა.

interpressnews.ge