
სომხეთი ნატოსკენ არ მიისწრაფვის, მაგრამ ალიანსთან ურთიერთობას ინარჩუნებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომლის პარტიამ 9 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
„ჩვენ გვაქვს ნატოსთან ურთიერთობა, ისინი დაკავშირებულია სამშვიდობო მისიებთან, მათ შორის, კოსოვოში, ავღანეთში და ჩვენ განვაგრძობთ ამ თანამშრომლობას. თუმცა, ჩვენ არ მივისწრაფვით ნატოში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხეთი პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთთანაც და ევროკავშირთანაც, მაგრამ არ იქნება ვინმეს გავლენის ქვეშ.
ipn.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021