„უსაზღვრო მწუხარებაა, როცა პარიზის ღვთის მშობლის ტაძრის სურათს ვუყურებ. სომხეთი იზიარებს ფრანგი ხალხისგანცდებს“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Twitter-ის თავის გვერდზე დაწერა.
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა. ასობით მეხანძრე რამდენიმე საათის მანძილზე განუწყვეტლივ ებრძოდა ცეცხლს, რომელიც 850 წლის წინათ აგებულ, ისტორიულად უმნიშვნელოვანეს ტაძარს იყო მოდებული და მისი ცნობილი სამრეკლოც შეიწირა – კონსტრუქციის ჩამოქცევის კადრები სოციალურ მედიაში გავრცელდა.
ბოლო ცნობებით, მიუხედავად ზარალისა, მეხანძრეებმა ტაძრის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა შეძლეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021