სომხეთის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, საპროტესტო აქციების ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების დაწყების შესახებ განაცხადა.
„ჩვენ ვიწყებთ სატვირთო ავტომობილებით გზების ბლოკირების ოპერაციას. დღეს მნიშვნელოვანი დღეა. თუ ჩვენი გეგმა შესრულდება, გამარჯვებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩება“, – განაცხადა ფაშინიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებამ უნდა აჩვენოს, რომ პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი ქვეყანაში სიტუაციას ვერ აკონტროლებს.
ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივი დაუმორჩილებლობის აქციებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის დანიშვნის გამო ატარებენ. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021