საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინინი სამცხე-ჯავახეთს ეწვევა. ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩო იტყობინება.
ფაშინინის დელეგაცია მცირე დროით შეჩერდება წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკაში, განძასა და სათხაში, სადაც სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდება. შემდეგ შეხვედრა გაიმართება ქალაქ ნინოწმინდაში ადგილობრივ სომხურ თემთან, საიდანაც იგი ახალქალაქში გაემგზავრება. ახალქალაქში ფაშინიანის დელეგაცია წმინდა ჯვრის ეკლესიაში სანთლებს დაანთებს და კუტურის სასახლეში სომხურ თემს შეხვდება.
სამცხე-ჯავახეთში თბილისიდან გამგზავრება 31 მაისს, 14;00 საათზე იგეგმება.