ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი არ ერევა სომხეთის შიდა საქმეებში

ფაშნიანი მიიჩნევს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელის კარენ კარაპეტიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრი, არ ნიშნავს იმას, რომ  რუსეთი ბოლო დღეების ნეიტრალურ პოზიციას არღვევს.

კრემლის ოიციალურ ვებ-გვერდებზე განცხადება გავრცელდა იმის თაობაზე, თუ რა კონტექსტში შედგა პუტინსა და კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი.

განცხადებაში წერია, რომ სომხეთის კრიზისული მდგომარეობა მხოლოდ კანონიერ ჩარჩოებში, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა მოგვარდეს 2017 წლის აპრილს, ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფონზე. ამ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეროვნული ასამბლეის 2018 წლის პირველი მაისის სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნების აუცილებლობაზე. ამის თაობაზე ნიკოლ ფაშინინი მიიჩნევს, რომ ქრთამით ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა აბსურდია.

Leave a Reply