ნიკოლ ფაშინიანი: მცირე აზიაში ახალი ჰიტლერის გამოჩენის ალბათობა არსებობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მცირე აზიაში ახალი ჰიტლერის გამოჩენის ალბათობა არსებობს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლ ფაშინიანს არ დაუზუსტებია, რეგიონის რომელი ქვეყნის ლიდერს გულისხმობდა.

მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ შეიძლება ახალი „მიუნხენის შეთანხმების“ საგანი გახდეს, ხოლო მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან ყარაბაღის კონფლიქტის უგულებელყოფა, ფაქტობრივად, „მიუნხენის შეთანხმების“ ანალოგია.

„ეს ძალიან ჰგავს 1938 წლის „მიუნხენის შეთანხმებას“, როდესაც მშვიდობის სანაცვლოდ გერმანიას ჩეხოსლოვაკია გადასცეს. შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვიცით. ახლა საკითხი ასე დგას: დაუშვებს თუ არა მსოფლიო ახალი ჰიტლერის გამოჩენას, ამჯერად უკვე მცირე აზიაში?“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

imedinews.ge