
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. პრემიერმა ფეისბუქის თავის გვერდზე თვითმფრინავში გადაღებული სურათი ატვიტრთა.
” წავედით მოსკოვში”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მოსკოვში სომხეთის პრემიერის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა იგეგმება. შეხვედრის განმავლობაში თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ საკითხებს განიხილავენ.