Latest posts by Aliq Media (see all)
ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება სამივე მხარის, სომხეთის, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ჩართულობას უნდა ითვალისწინებდეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ვებგვერდ, „ეურაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი აგრესიულ რიტორიკას იყენებს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სომხეთის მთავრობის ძალისხმევაზე, მოამზადოს მოსახლეობა მშვიდობისთვის. ასევე ზიანს აყენებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობის ძალისხმევას.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, მოლაპარაკებებში ყარაბაღის ჩართულობა აბსოლუტურად აუცილებელია, რადგან ეს საბოლოო ჯამში მთიანი ყარაბაღის სტატუსს განსაზღვრავს და ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს.
შეკითხვას ილჰამ ალიევის განცხადებაზე, რომ 2019 წელი მოლაპარაკებებს ახალ იმპულსს შესძენს, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ეს იქნება პოზიტიური სიგნალი, თუ აზერბაიჯანის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლების აღიარებას გულისხმობს.
1tv.ge