სომხეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე უარს ამბობს. Jerusalem Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნიკოლ ფაშინიანმა ისრაელის ხელისუფლება ტერორისტების შეიარაღებაში კიდევ დაადანაშაულა.
მისი თქმით, დაქირავებული მებრძოლები და ტერორისტები, რომლებსაც კონფლიქტის ზონაში თურქეთი აგზავნის, სომხების წინააღმდეგ ისრაელის იარაღით იბრძვიან.
„არ გვჭირდება ჰუმანიტარული დახმარება სახელმწიფოსგან, რომელიც იარაღით ტერორისტებს ამარაგებს. ისრაელი უნდა დაფიქრდეს, რამდენად აძლევს ხელს თურქეთის მხარეს ყოფნა, რადგანაც მალე თურქეთის იმპერიული ამბიციები ისრაელსაც მისწვდება. ეს მხოლოდ დროის საკითხია,“ – აღნიშნა ფაშინიანმა.
ჰუმანიტარული დახმარება ერევანს ოქტომბრის დასაწყისში ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა შესთავაზა.
imedinews.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021