სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი 27 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ფაშინიანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის განმავლობაში თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ საკითხებს განიხილავენ. ამაზე პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იტყობინება.