HALO Trust-ის თანამშრომლების მანქანა ყარაბაღის კონტაქტის ხაზზე ნაღმზე აფეთქდა – 3 გარდაიცვალა, 2 დაშავდა

29 მარტს, დილას მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარტაკერტთან, რომელიც აზერბაიჯანთან საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში მდებარეობს  Niva-ს მარკის ავტომანქანა ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადად არიან გარდაცვლილები და დაჭრილები.

მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ აფეთქებული მანქანა ორგანიზაცია  “HALO Trust”- ს ემსახურებოდა, რომელიც განაღმვით სამუშაოებს აწარმოებდა ტერიტორიაზე. მისი თქმით, გარდაცვლილია 3, ხოლო დაშავებულია 2 ადამიანი.

ბაბაიანმა ასევე განაცხადა, რომ დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად.

ბრიტანული საქველმოქმედო და ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია “HALO Trust” ყარაბაღის ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოებს აწარმოებს.

Leave a Reply