ნატო შეშფოთებულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით და მხარეებს ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კონფლიქტის მოგვარება ყარაბაღში შეშფოთებას იწვევს: “აშკარაა, რომ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ გააჩნია და ნატოს ამ საკითხის მოგვარებაში პირდაპირი როლი არ აქვს”.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მუშაობას და მოხარულია სომხეთ-აზერბაიჯანის პრეზიდენტების მოლაპარაკებების აღდგენასთან დაკავშირებით მიღწეული შედეგებით.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021