Latest posts by Aliq Media (see all)
სტაბილურობა, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწა – ეს არის აშშ-ს ინიციატივითა და საქართველოს მხარდაჭერით განხორციელებული სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი.
აღსანიშნავია, რომ ადრე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული განცხადების თანახმად, წვრთნებში 11 ქვეყანას უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა 30 ივლისს სოფელ ვაზიანში მდებარე სამხედრო ბაზაში წვრთნები 8 ქვეყნის მონაწილეობით დაიწყო (ესპანეთის, რუმინეთისა და აზებაიჯანის გარეშე).
საქართველოს, აშშ-ს დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, სლოვენიის, უკრაინისა და სომხეთის მხრიდან წვრთნებში 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო მობილიზებული.
სამხედრო წვრთნების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, მინისტრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წვრთნების 3- წლიან ისტორიაში სომხეთი პირველად მონაწილეობს, თავისი სამხედრო-სამედიცინო სამსახურის ქვედანაყოფით.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, სამველ რამაზიანი, რომელმაც ალიქ მედიასთან საუბარში აღნიშნა:
„ჩვენთვის დიდი პატივია მონაწილე სხვა ქვეყნებს შორის სომხეთის დროშის ხილვა. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ბიჭები და გოგოები სომხეთის შეიარაღებულ ძალებს პატივით წარმოადგენენ და შეასრულებენ ყველა დავალებას. დარწმუნებული ვართ ასევე, რომ მიმდინარე მრავალეროვანი წვრთნები გამონაკლისი არ იქნება“.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელის გიორგი ტუმასიანის ინიციატივით ვაზიანში ჯავახელ სტუდენტთა ჯგუფი ჩამოვიდა.
ტუმასიანის აზრით, წვრთნებში სომხეთის მონაწილეობა სომხურ-ქართული ურთიერთობების ხელშემწყობი კიდევ ერთი ნაბიჯია.
30 ივლისს დაწყებული წვრთნები 12 აგვისტომდე გაგრძელდება.