National Geographic ყარაბაღში “ბეიბი ბუმის” შესახებ წერს

გავლენიანი გამოცემა National Geographic-ის ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებიც არცახში (ყარაბაღი) სომეხი წყვილების ჯვრისწერისა და შობადობის ისტორიებს ასახავს.

ფოტოები გადაღებულია 2011 წელს ანასტასი თეილორ ლინდის მიერ.

პირველ  ფოტოზე ასახულია შუშის წმინდა ღაზანჩეცოცის ეკლესიაში ორი წლის გოგოს ნათლობა.

შემდეგი ფოტო ასახავს ყარაბაღის ეროვნულ სიმბოლოს, სტეფანაკერტში მდებარე ცნობილ “ბებია-ბაბუის”  (ჩვენ ვართ ჩვენი მთები) მონუმენტს, საითკენაც მიემართებიან ახალდაქორწინებული წყვილები.

მესამე ფოტოზე კი ნაჩვენებია ჰადრუთის რაიონის სოფლებიდან ერთ-ერთი ახალდაქორწინებული წყვილი სადღესასწაულო სუფრასთან.

ახალდაქორწინებულთა ხელშეწყობის პროგრამას სახელმწიფო ახორციელებს. პროგრამაში ჩართული წყვილები, დაახლოებით, 575 ევროს იღებენ სახელმწიფოსგან.

 

Leave a Reply