Latest posts by Aliq Media (see all)
“ევროპის საბჭო უბრალოდ ფულის გადამხდელი არ არის, არამედ ის თანამშრომლობს სომხეთთან,” სააგენტო Tert.am – ის შეკითხვას, არიან თუ არა კმაყოფილები სომხეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმებით, რადგან დიდი თანხები იქნა „გადახდილი” სომხეთში რეფორმების განსახორციელებლად, ევრიპის საბჭოს ერევნის ოფისის წარმომადგენელმა ნატალია ვუტოვამ ასე უპასუხა:
„სომხეთი ევროსაბჭოს წევრია 2001 წლიდან. ჩვენ ვამჩნევთ რომ კანონები, რომლებსაც სომხეთი იღებს და ხორციელდება, ევროპულ სტანდარტესბს შეესაბამება, ეს ასევე იმ საქმეების რაოდენობის მაჩვენებელია, რომლებიც ევროპულ სასამართლოშია.
სომხეთის ხელისუფლებასთან ჩვენი თანამშრომლობით, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ . ჩვენ ვხედავთ მათ სურვილს განაახლონ საკანონმდებლო ბაზა“ – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა წარადგინეს სომხეთის სასამართლო სისტემის, სამართალდამცავი ორგანოებისა და საგანმანათლებლო სფეროს მთელი რიგი პროგრამების შედეგები. 2015-2017 წლებში „თანამშრომლობა ეფექტური მართვისთვის“ პროგრამის ფარგლებში სომხეთში განხორციელებული ოთხი პროექტის საერთო ღირებულება 2,4 მილიონ ევროს შეადგენს.