ნარიყალას აგურები თანდოიანცის ეკლესიის მშენებლობაზე აღმოჩნდა, არის თუ არა ეს სომხური ეკლესიის “გაქართულების” მცდელობა

ტელეკომპანია რუთავი 2-მა კურიერის ეთრში რეპორტაჟი გაუშვა სათაურით “ვანდალიზმის კვალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე – ნარიყალას ციხის კედლებიდან ძველი ქართული აგური  ამოიღეს”.

რეპორტაჟში ნათქვამია, რომ უძველეს ციხესიმაგრეს საძირკველი გამოუთხარეს და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები ახლა ღია ცის ქვეშ, ნანგრევებშია მოყოლილი. მძიმე ტექნიკით, ადამიანთა ჯგუფი ამ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 1 კვირის განმავლობაში თხრიდა და ამტკიცებდა, რომ ძველი ქართული აგური, სხვა ეკლესიის ასაშენებლად სასულიერო პირების თხოვნით მიჰქონდათ.

„კურიერმა“ გაარკვია, რომ სამშენებლო მასალა სასულიერო პირებს ნარიყალადან აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ეკლესიის მშენებლობაზე გადაჰქონდათ, სადაც სამშენებლო სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს დავალებით მიმდინარეობს.

ტერიტორია ნარიყალასთან, სადაც აგურის მოპოვების მიზნით, ძველი ნაქალაქარი ნადგურდებოდა, ახლა კერძო საკუთრებაა და ის შპს „კაზმას“ ეკუთვნის. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩატარებული სამუშაოების შესახებ არაფერი იცოდა -ნათქვამია სტატიაში.

რუსთავი 2-ის სიუჟეტმა გამოხმაურება გამოიწვია სომხურ საზოგადოებაში.

“წართმეული სომხური ეკლესიისთვის მიაქვთ. #SaveTandoyants
💬მაისში სომხური ეკლესია დაუსაბუთებლად გადაეცა საპატრიარქოს, რომელიც ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობას და თან გამოაცხადეს “აგურები მოზიდეთო”. ხოდა ნარიყალას აგურებით სომხურ ეკლესიას სახეს უცვლიან. ცხოვრება ბუმერანგია! #saveoldtown” ,- ასე ეხმაურება ხელოვანი, #SaveKarmirAvetaran მოძრობის ლიდერი ჰელენ მეჩითოვა.

2017 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ საქართცელოს საპატრიარქოს გადასცა მე-19 საუკუნის თბილისში, აღმაშენებლის 38 ნომერში მდებარე დაზიანებული ეკელსია და მიმდებარე ტერიტორია, სადაც, ფეისბუქის მომხმარებლების მიხედვით, გადაჰქონდათ ნარიყალას საძირკველიდან ამოღბული აგური.

რუსთავი 2-ის სიუჟეტს გამოეხმაურა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სომხური სათვისტომოს” პრესის დეპარტამენტის უფროსი სანდრო ოჰანიანი. ალიქ მედიასთან საუბარში ოჰანინმა აღნიშნა, რომ მომხდარი მოულოდნელი არ იყო.

“ეს პირველი შემთხვევა არაა, რომ ჩვენი მემკვიდერობის მისაკუთრების და ჩვენგან წართმევის ლეგალიზებისთვის ნადგურდება სხვა ისტორიული ძეგლი, როდესაც წმინდა ნორაშენის ეკლესიის ტერიტორიაზე თუშეთიდან მოიტანეს საფლავის ქვები. ახლა კი  ძეგლის აგურები  უკანონოდ წაიღეს თანდოიანცის ეკლესიაში. ბევრი ჭკუა არაა საჭირო  იმის მისახვედრად, თუ რა მოხდა. აგურები გამოყენებული იქნება სამშენებლო სამუშაოებში, მომავალში ვიღაცეებისთვის ეს ახსნა იქნება, იტყვიან “ნახეთ ჩვენ ეს აგურები აღმოვაჩინეთ” და ეს შემდგომში გამოყნებული იქნება, როგორც თანდოიანცის “რეალურად” ქართულ ეკლესიად გასაღების არგუმენტად”.

ოჰანიანის თქმით “რუსთავი2”-ის რეპორტაჟში კომენატრს ზუსტად ის ადამიანი აკეთებს, ვისი გადაწყვეტილებითაც ეკლესია ქართულ საპატრიარქოს გადაეცა.

“საქმე ნიკოლოზ ანთაძეს ეხება, რომელსაც ახლა უკვირს, რატომ არავინ იცის ქალაქის ცენტრში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. თუმცა, მან მოაწერა ხელი იმ ყალბ საბუთს, რომელშიც ნათქვამია, რომ თანდოიანცის ეკლესია ქართულია და ზუსტად ეს გახდა ეკლესიის მისაკუთრების საფუძველი”,- ამბობს ოჰანიანი.

საქართველოს სომხურმა თემმა თბილისის თანდოიანცის ეკლესიის თემისთვის ან  მისი წინა სტატუსის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. სასამართლოს პირველი სხდომა 13 მარტს იქნება.

სხვათა შორის, ეკლესიის წარმოშობის საკითხის შესახებ დეკემბერში ისაუბრა საქართველოს შერიგებისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია არ აღნიშნავს შენობის ქართული წარმოშობის ისტორიულ წყაროებს.

Leave a Reply