ნალბანდიანმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უმასპინძლა

“შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ორგანიზაციის წესდების და პრინციპების საწინააღმდეგო ზოგიერთი მცდელობა საზიანოა და ორგანიზაციის უფლებამოსილების გადამეტებაა,” ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა, 5 დეკემბერს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანის მაიქლ ქრისტიდისის მიღების შემდეგ განაცხადა.

ნალბანდიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებს და ამ პრინციპის ხელმძღვანელობით აქტიურად მონაწილეობს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მრავალმხრივ თანამშრომლობაში.

ქრისტიდისმა კმაყოფილება გამოთქვა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში სომხეთის აქტიური მონაწილეობის გამო.

Leave a Reply