ნარჩენების პრობლემა ახალქალაქსა და მის სოფლებში

ახალქალაქში ნარჩენების მართვის პრობლემა ყოველთვის აქტუალური იყო. ურნების უქონლობის გამო, სოფლის მოსახლეობამ არ იცის ნაგავი სად გადაყაროს. ხალხი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ტყეში ან სოფლის გარეუბნებში ყრის. მსგავსი სიტუაციაა ქალაქშიც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქაში ნაგავმა შექმნა პატარა “სამეფოები”.

ახალქალაქში ციხესიმაგრის წინ მდებარე არხები ძალიან დაბინძურებულია, სავსეა პოლიეთილენის პარკებით და ბოთლებით.

კომპანია “ჯავაღქ ავტოგზა”ახალქალაქის სახელმწიფო დანიშნულების გზადკეცილებს ემსახურება. კოპანიის დირექტორის მოადგილემ განაცხადა:

” ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფენ,  რომ გზები სუფთა იყოს, ყოველ დღე არ მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, თუმცა  საჭიროების შემთხვევაში ვიმუშავებთ ყოველ დღე, ან ორ დღეში ერთხელ.”

იმ სოფლებში, სადაც არსებობს ნაგვის ურნები, ნარჩენები კვირაში მხოლოდ სამჯერ გააქვთ.

სოფელ ხანდოს მოსახლეობამ ურნების არ არსებობის გამო სოფლის გარეუბანში ორმო გათხარა და ნაგავს იქ ყრიან, თუმცა ორმოც უკვე აივსო. ნარჩენების მართვის და გატანის პრობლემა ისევ აქტუალური რჩება ახალქალაქის მკვიდრთათვის.

Leave a Reply