ცნობილმა ფრანგულმა “Le Figaro” ჟურნალმა შვეცარიის ქალაქ დავოსში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან საუბრის შემდეგ სომხეთის შესახებ სტატია დაწერა შემდეგი სათაურით: მცირე სომხეთისთვის დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია საერთაშორისო ტრამპლინია.
“Le Figaro” აღნიშნავს, რომ ფაშინიანს ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების, ქვეყანაში მონოპოლიის დასრულების და კორუფციის საბოლოოდ აღმოფხვრის საკითხების მოგვარება გადაწყვეტილი აქვს. ჟრნალი წერს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით სურს ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განახლებადი ენერგიის წყაროების დარგებში ინვესტორების მოზიდვა.
ფრანგულ ჟურნალთან ინტერვიუს დროს მან ასევე განაცხადა, რომ 2019 წლის ოქტომბერში მსოფლიოს საინფორმაციო ტექნოლოგიების კონგრესი ერევანში გაიმართება, რომელშიც ათასობით ადამიანი მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს მასშტაბით.
“მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებასთან იმის თქმა, რომ დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ ჩვენ სომხეთში ეკონომიკურ რევოლუციას ვახორციელებთ” , – ჟურნალის წარმომადგენელთან საუბრის დროს განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ლე ფიგარო წერს, რომ დავოსში ფაშინიანმა არა მხოლოდ მსხვილ კომპანიების, როგორიცაა e-Bay, Mitsubishi ან Apple-ის ლიდერებს შეხვდა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მეთაურებსაც, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.