სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ, არა ბაბლოიანმა 18 ივლისს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრს, გერმანია-სამხრეთი კავკასიის საპარლამენტო ამხანაგობის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს, გერმანია-სომხეთის ფორუმის პრეზიდენტს ალბერტ ვაილერის უმასპინძლა.
სომხეთის ეროვნული კრების საჯარო კავშირების დეპარტამენტის ინფორმაციით, ალბერტ ვაილერმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების საკითხვებს. დეპუტატი მიესალმა იმ ფაქტს, რომ სომხეთში მიმდინარე მოვლენები მშვიდობიანად მიმდინარეობდა, რომელმაც, მისი თქმით, საერთაშორისო არენაზე დადებითი შეფასებები მოიპოვა. ვაილერის მოსაზრებით საარჩევნო კოდექსის რეფორმები მომავალში უნდა განხორციელდეს არა-დაჩქარებული და ეფექტური წესით. ამ კონტექსტში არა ბაბლოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთში კონსტრუქციული რეფორმებია საჭირო. მხარეებმა განიხილეს ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხები.