“არსებობს ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს შორის დიალოგი, რაც ჯერ კიდევ არ არის სერიოზული პროგრესის პროცესში”, – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების 24-ე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დიალოგი სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის, ასევე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დადებითად ფასდება.
“ის ფაქტი, რომ არსებობს დიალოგი პრეზიდენტებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დადებითია. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიმართულებით. ამ სხდომაზე კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ეს. ეს არ არის ადვილი ამოცანა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას”, – აღნიშნა მინისტრმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021