მთიან ყარაბაღში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც თვრამეტი წლის ასაკს მიღწეული პირებისთვის ფართომასშტაბიან მობილიზებას გულისხმობს.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იუწყება იმის შესახებ, რომ „ბოლო საათებში ქვეყნის მასშტაბით არაერთი შემთხვევა ფიქსირდება,როდესაც ცალკეული პირები, ჯგუფები (10,000-მდე ადამიანი) სამხედრო კომისარიატებს სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისა და აზერბაიჯანის გამყოფ ხაზთან გამგზავრების თხოვნით მიმართავენ“.
„სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აფასებს ჩვენი თანამემამულეების მზადყოფნას და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არის საჭირო მოხალისეობა. საჭიროების შემთხვევაში, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას გააკეთებს “, – წერს თავდაცვის სამინისტროს სპიკერი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021