
Latest posts by Aliq Media (see all)
15 მარტს, დაახლოებით, 17:30 საათზე თავდაცვის არმიის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, სამხედრო ვარჯიშის დროს ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც, 1999 წელს დაბადებული ჯარისკაცი ედგარ ერამიანი დაიღუპა.
მომხდარზე თავდაცვის არმიის პრესსამსახური იუწყება . მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება ინციდენტის დეტალების გასარკვევად.
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.