Latest posts by Aliq Media (see all)
მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში მდგომარეობა 1 აპრილს გვიან ღამეს გაუარესდა. დაძაბულობა საზღვარზე უკვე დაადასტურეს ორივე ქვეყნის თავდაცვის უწყებებმა. სომხურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანული სამხედრო ძალების 3 ტანკის და 1 უპილოტო თვითმფრინავის განადგურების შესახებ. ეს ინფორმაცია უარყოფილი იქნა აზერბაიჯანული მხრის მიერ. თავდაპირველად აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკის მიერ დარღვეული იყო 127-ჯერ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით კი შეტაკებები გრძელდება მთელი სასაზღვრო ზოლის გასწვრივ. უფრო მწვავე დაპირისპირება მიმდინარეობს წინა ხაზებზე მდებარე ტერიტორიებზე ჰადრუთსა და მარტაკერტზე. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო გაავრცელა ინფორმაცია რომელზე დაყრდნობით გამთენიისას ყარაბაღის ქალაქ მარტუნის დაბომბვის შედეგად 12 წლის ბავშვი დაიღუპა ,და დაჭრილია კიდევ ორი. სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ახლა მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები. როგორც ცნობილია, სომხური მხარე კონტრშეტევაზე გადავიდა უკვე. მსხვერპლი არის ორივე მხარეს, თუმცა აზებაიჯანულ მხარეს აქვს უფრო მეტი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგი, მათ შორის ვერტმფრენისაც. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინმა მხარეებს მოუწოდა სასწრაფოდ შეაჩერონ საბრძოლო მოქმედებები და გამოავლინონ თავშეკავება . ამ ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის პრესსამსახური. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი შემდეგ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სიტუაციის კონტროლის ქვეშ შესანარჩუნებლად საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებით კი ეუთოს მინსკის ჯგუფის დაუყოვნებლივ ჩარევა სიტუაციის სტაბილიზაციის პროცესში.