15 აპრილს, საღამოს, აქციის დროს სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანში მომდევნო დღეებში აქციები უფრო მასშტაბური გახდება და მოქალაქეებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
“16 აპრილს, დილის 8:15 საათიდან დაიწყება მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, ძვირფასო თანამემამულეებო, თქვენ თქვენი წვლილი შეიტანეთ, მე კი ჩემს ნაწილს გავაკეთებ. ეს ქმედებები საფრთხეს არ უქმნის, ან ემუქრება ვინმეს,”- განაცხადა ფაშანიანმა.
მან აღინიშნა, რომ პირველ რიგში აუცილებელია ერევნის გარეუბანში არსებული ყველა ხიდის დაბლოკვა ცენტრისკენ.
შემდეგი ნაბიჯი არის ყველა ჩიხის დაბლოკვა. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეროვნული ასამბლეის შენობასთან ფეხით მივიდნენ.
ფაშანიანმა მოქალაეებს ასევე მოუწოდა მეტროს პარალიზებისკენ.
“როგორ მოხდება ეს? მგზავრები ოთხ-ხუთ კაციან ჯგუფებად, როდესაც მატარებელი გაჩერდება და კარი გაიღება, კარში დადგებიან, რადგან თუ მეტროს კარი ღიაა, მატარებელი არ დაიძვრება,” განაცხადა მან.
ფაშინიანმა ასევე მოუწოდა, რომ არ მივიდნენ სასწავლებლებში ან სამსახურში და გაფიცვა მოაწყონ. ნაცვლად, მივიდნენ ეროვნულ ასამბლეას შენობასთან.
ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს ქმედებები ყველაფრისგან დამოუკიდებლად ხდება. მიუხედავად ყველაფრისა, თუნდაც ის დააპატიმრონ, ხალხმა უნდა გააგრძელოს დაუმორჩილებლობის აქცია, მისი დაკავების შემდეგაც, მას მიიყვანენ პარლამენტთან.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021