მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა. მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.
ამ წუთებში გიორგი კვირიკაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრას მართავენ. მოგვიანებით კი, მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან.
შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან, ანა ჰაკობიანთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021