მთავრობამ წარადგინა პროექტი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ

მთავრობამ წარადგინა პროექტი არცახის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ

სომხეთის მთავრობის 5 მაისს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში  შეყვანილია კანონპროექტი „არცახის რესპუბლიკის აღიარების შესახებ“, რომელსაც სულ ორი  მუხლი აქვს:

მუხლი 1. სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს არცახის რესპუბლიკას.

მუხლი 2. კანონპროექტი ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების  შემდგომ დღეს.

კანონ-პროექტი მთავრობას ერვნული კრების დეპუტატებმა ჰრანტ ბაგრატიანმა და ზარუჰი ფოსტანჯიანმა წარუდგინეს.

დეპუტატების დასტურით, კანონ-პროექტის მიღებით სომხეთის რესპუბლიკის მიერ იურიდიულად იქნება აღიარებული არცახის ფაქტობრივი სტატუსი,  გამომდინარე იქედან, რომ არცახის რესპუბლიკა აკმაყოფილებს სუვერენული სახელმწიფოსთვის საერთაშორისო კანონის ყველა წინაპირობას.

„კანონი გახდება საფუძველი  სომხეთისა და არცახის რესპუბლიკების, არცახის რესპუბლიკის ოფიციალური აღიარებიდან წარმოქმნილ ურთიერთობათა რეგულირების, არცახის უსაფრთხოების უზრუნველყოფვისა და გაძლიერების საქმეში სომხეთის რესპუბლიკის უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრის, სომხეთის ეროვნული სარგებლისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის, პოსტ კონფლიქტურ-აღდგენით სამუშაოებში სომხეთის მონაწილებისათვის“ – ნათქვამია დეპუტატთა დასაბუთებაში.

ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო panorama.am

Leave a Reply