Latest posts by Aliq Media (see all)
Passport Index 2017 წლის კვლევის შედეგად, სომხეთი 199 ქვეყანას შორის 132-ე ადგილზეა და თავისუფალი მოგზაურობის 60 ქულა გააჩნია. სომხეთის პასპორტის მქონე მოქალაქეს შეუძლია 29 ქვეყანაში უვიზოდ იმოგზაუროს, ხოლო 31 ქვეყანაში ვიზას საზღვრის გადაკვეთისას მიიღებს. სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად იმოგზაურონ არგენტინაში, ბრაზილიაში, ჰაიტიში, ინდონეზიაში, მალაზიასი და სხვა ქვეყნებში.
Passport Index 2017 წლის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაზე ძლიერი პასპორტი გერმანიის მოქალაქეებს გააჩნიათ.
საქართველო, აღნიშნული კვლევის შედეგად, 199 ქვეყანას შორის 112-ე ადგილზეა. უვიზოდ ან ადგილზე ვიზის მიღება საქართველოს მოქალაქეებს 70 ქვეყანაში შეუძლიათ, თუმცა საქართველოს პოზიციები საგრძნობლად შეიცვლება ევროკაშირთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ.
აზერბაიჯანი, ამავე კვლევის მიხედვით, 126-ე ადგილს იკავებს, ხოლო მის მოქალაქეებს უვიზოდ ან ადგილზე ვიზის მიღებით 63 ქვეყანაში მოგზაურობა შეუძლიათ .
რუსეთი 83-ე ადგილზეა, 105 ქვეყანაში უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობით.
თურქეთი კი 84 ადგილზე, 104 ქვეყნის უვიზოდ მონახულების შანსით.
სამოგზაუროდ ყველაზე ცუდი პასპორტები აქვთ ავღანეთის, პაკისტანის, სირიისა და ერაყის მოქალაქეებს.