სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, მსოფლიო ბანკის გლობალური ოპერაციების ჯგუფის დირექტორს დებორა ვეტცელის და მის დელეგაციას უმასპინძლა.
პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის დეპარტამენტის ცნობით, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკთან ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში მომხდარი დადებითი ცვლილებები კარგი შანსი იქნება ურთიერთთანამშრომლობისა და ახალი პროგრამების განხორციელებისთვის. ფაშინინი ასევე შეეხო მთავრობის პრიორიტეტებს, კორუფციასთან ბრძოლის, მონოპოლიის, ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა სფეროში დაგეგმილ რეფორმებს.
დებორა ვეტცელმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს სომხეთის მთავრობას პროგრამების განხორციელებაში და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებაში. ვეტცელმა დადებითად შეაფასა ინსტიტუციური ცვლილებები, მათ შორის, მმართველობის ღია წესით მოქმედება და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.