“მრავალფეროვანი საქართველო“

2 აგვისტოს, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში კულტურული ღონისძიებები გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის ინიციატივით ამა წლის 22 აპრილს დაიწყო პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“.

რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იმართება. პროექტის მეხუთე ეტაპი ნინოწმინდაში გაიმართება. ღონისძიება დაიწყება 2 აგვისტოს 17:00 საათზე, კულტურის ცენტრში.

შემდეგ გაიმართება სომხურენოვანი წიგნების პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. მოეწყობა ნინოწმინდელი ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა. ნაჩვენები იქნება დოკუმენტური მასალა სხვადასხვა დროის სომხურ-ქართული კულტურული თანამშრომლობის შესახებ.

ასევე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის „ჰაიარტუნის“ წევრები და ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსები.

ღონისძიების დასასრულს სკოლები და ბიბლიოთეკები დასაჩუქრდებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნებით.

jnews.ge

Leave a Reply