მოუწესრიგებელი გზები ნინოწმინდის სოფლებში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტეის სოფლებში: მამწვარა, დიდი გონდური, პატარა გონდური, დილიფი, ყულალისი – მოუწესრიგებელ გზებს სოფლებთან კომუნიკაციის პრობლემის გარდა, მანქანები გამოჰყავთ მწყობრიდან.

სოფლების მოსახლეობის თქმით, ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობს, მათ არც იმ თარიღის დასახელება შეუძლიათ, როცა ამ გზებზე შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო. მგზავრებს ტაქსით აღნიშნულ სოფლებამდე მგზავრობა ორჯერ ძვირი უჯდებათ, თუმცა ესეც იმ შემთხვევაში, თუ ტაქსის მძღოლი საერთოდ დათანხმდა ამ მიმართულებებით მგზავრის წაყვანას.

„სიმართლეს გეუბნებით, მეტსაც გეტყვით: თუ ორ ადამიანს ერთმანეთი მოსწონს და ისინი სხვადასხვა სოფლებიდან არიან, გზების გამო შეიძლება ოჯახის შექმნასაც კი შეეშალოს ხელი. პრობლემის გადაჭრას დროებით ახერხებენ – გარკვეულ მონაკვეთს რაღაცნაირად აკეთებენ, მაგრამ ეს პრობლემის და გზის მოგვარების ეფექტური საშუალება არ არის“, – ამბობს ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები.

nor.ge

Leave a Reply