Latest posts by Aliq Media (see all)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის ანალიზის თანახმად, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დასაქმების ვებ-გვერდის HR.ge-ის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა გაყიდვების სფეროს სპეციალისტებზეა. მოთხოვნადი პროფესიების საერთო რიცხვიდან, გაყიდვის სფეროს სპეციალისტებზე მოდის 24.4 % .
ასევე არსებობს ბიზნესისა და მენეჯმენტის საჭიროება. მას მოსდევს, ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროს სპეციალისტები (ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები) – 7.93 %.
საქართველოში დიდი საჭიროება არის ადმინისტრაციული და კომერციული საკითხების მენეჯერებზე- 6.52 %. ასევე არის ჯანდაცვის სფეროში პროფესიონალების მოთხოვნა – 4.86 %.
გარდა ამისა, პოპულარულია წარმოებისა და სპეციალური სამსახურის მენეჯერები – 4.79 %. შემდეგ მოდის პირადი მომსახურების პერსონალები 4.32% და საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები 3.98% .