მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის ბაკო სააკიანის 24 ნოემბერს მოსკოვში ვიზიტით აზერბაიჯანის მხარე შეშფოთებულია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ვიზიტი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირების ძალისხმევას საფრთხის ქვეშ აყენებს და სიტუაციის გამწვავება შეუძლია.
კერძოდ, ბაქო შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთმა ბაქო სააკიანი ქვეყანაში შეუშვა, რაც აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, ეწინააღმდეგება რუსეთის, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნის შუამავლის როლს და რუსეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების დონეს:
“მსგავს “ვოიაჟებს” კონფლიქტის გარშემო სიტუაციის არაპროგნოზირებადი განვითარება შეუძლია გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს დაეკისრება”.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.
netgazeti.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021