მოსკოვი-ერევნის სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს დაეჯახა, დაღუპულია მძღოლები

მოსკოვიდან ერევანში მგზავრობის დროს სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, დაიღუპა 2 მგზავრი, 8 დაშავდა.

ვორონეჟის სატრანსპორტო დეპარტამენტი აცხადებს რომ, დღეს დილის 8:40 საათზე რუსეთის პავლოვის რაიონში მოსკოვიდან ერევანში მგზავრობისას ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა.

საგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი ცდილობდა გაჩერებულ მანქანისთვის გვერდი აევლო, მოძრაობის საპირისპირო ზოლზე გადავიდა და სატვირთოს შეეჯახა.  ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ავტობუსის და სატვირთოს მძღოლები. 8 დაზარებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტობუსში სომხეთის 50  მოქალაქე იმყოფებოდა, სატვირთოს მძღოლი კი სანკტ-პეტერბურგიდან იყო.

 

Leave a Reply