სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შესაბამისად, დღეს დილიდან მოსახლეობა სასამართლო შენობის შესასვლელებს ბლოკავს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხალხს სასამართლოს შესასვლელების დაბლოკვისკენ მოუწოდა.
“დილის 8:30 საათზე ჩვენ, გამონაკლისის გარეშე, დავბლოკავთ ყველა სასამართლოს შემოსასვლელებს ისე რომ ვერავინ შემოვიდეს”, – დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
“12:00 საათზე ჩემი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემა”, – განაცხადა ფაშინიანმა. მან უფრო ადრე დაანონსა, რომ ხვალ 12:00 საათზე სომხეთის რევოლუციის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყების შესახებ განცხადებას გააკეთებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021