
სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის მოვალეობას, 8 იანვრიდან 12 იანვრამდე, ვიცე-პრემიერი ვაჩე გაბრიელიანი შეასრულებს. მთავრობის თავმჯდომარის მიერ 29 დეკემბერს დაწერილი, მაგრამ 8 იანვარს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ: “სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს 2018 წლის 8-12 იანვარს, შვებულებაში ყოფნის დროს, მას სომხეთის ვიცე-პრემიერი, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრი ვაჩე გაბრიელიანი შეცვლის”.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა არმა არარატიანმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ კარენ კარაპეტიანი შვებულების დროს საზღვარგარეთ გაემგზავრება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021